LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 საოცარი წელი ცხოვრობდა.. ფიზიკურად ის აღარ არის, მაგრამ სულიერად კვლავ ჩვენთანაა“ – რას ჰყვება „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი გარდაცვლილ ქალიშვილზე

355
BeFunky-collage123412 3 4sdf (11)

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთ-ერთ ინტერვიუში გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თვლიდა თუ არა თავს იღბლიან ადამიანად, ლუის ენრიკე პასუხობს:

„მე თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი“.

ჟურნალისტის კითხვაზე: „..მაგრამ თუ 9 წლის ასაკში შენი შვილი გარდაიცვალა?“, ლუის ენრიკე პასუხობს: „ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 საოცარი წელი ცხოვრობდა, ჩვენ მასზე ათასობით მოგონება გვაქვს.. დედაჩემმა მიის ფოტოები შეინახა, სახლში რომ მივედი და ვკითხე: დედა, რატომ არ არის სანას ფოტოები? მან მიპასუხა: არ შემიძლია, არ შემიძლია.. დედა, უნდა დააბრუნო ფოტოები, სანა ცოცხალია. ფიზიკურად ის აღარ არის, მაგრამ სულიერად კვლავ ჩვენთანაა, იმიტომ, რომ ყოველდღე ვსაუბრობთ მასზე, ვიცინით, გვახსოვს..“, – ამბობს ლუის ენრიკე ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g