LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქმარი აკა ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავია“ – სამეჯლისო ცეკვებში ორგზის ჩემპიონი გვანცა ციხელაშვილი პირად ურთიერთობაზე საუბრობს

189
457356737_543438058108464_8400114802980532997_n

სამეჯლისო ცეკვებში გამარჯვებული ქართველი მოცეკვავეები, გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე რომლებმაც ამერიკის, ბულგარეთის, გერმანიის და ჩეხეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდნენ.

წყვილმა ურთიერთობაში ჰარმონიასა და მათი ცხოვრების წესზე ისაუბრა.

„ყოველთვის ველოდები, მჯერა ჩემი თავის, მაგრამ ყველაზე ძალიან მაძლიერებს აკას დადგმული ქორეოგრაფია და მისი ჩემს გვერდზე ყოფნა. ის მხოლოდ მოცეკვავე არ არის, სერიოზული ქორეოგრაფია, როგორც ქმარი კი ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავია“, – აღნიშნა გვანცამ.

წამყვანის კითხვაზე: რა არის მთავარი ურთიერთობაში? აკამ უპასუხა, რომ ჰარმონია.

„ერთმანეთს უნდა მივცეთ განვითარების შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ და მივცეთ საშუალება, რომ წინ წავიდეს, თავისუფლება მივცეთ’, -აღნიშნა აკამ.

რაც შეეხება წყვილის ყოველდღიურობას, როგორც მოცეკვავე ცოლ-ქმარმა აღნიშნა, 25 წელია ამ სფეროში მოღვაწეობენ და მათი რუტინაა დღეში 2 ჯერ ვარჯიშია. „ვიკვებებით ჯანსაღად, ძირითადად რძის პროდუქტებით. შეფ-მზარეული სახლში აკაა. ძირითადად  ვეგანურ საკვებს ვიღებთ“, -აღნიშნა გვანცა ციხელაშვილმა.

ვიდეო: „არ დაიჯერებთ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონები ვართ“ – რა კადრებს გვიზიარებენ სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g