LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქმრის წარსულის ქექვა არ დამიწყია.. ჩემთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ვგრძნობდი, რომ გულწრფელად ვუყვარდი“ – ანი ჩხეიძის და ბექა ჩხაიძის ოჯახური იდილია

548
Untitled design

მომღერალი ბექა ჩხაიძე და მისი მეუღლე ანი ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახურ ბედნიერებაზე საუბრობენ. წყვილს 4 წლის უსაყვარლესი ერეკლე ჰყავს, რომლის აღზრდაზე ერთობლივად ზრუნავენ.

ბექას პირველი ქორწინება დასრულებული იყო და სიმპათიურ მომღერალს თაყვანისმცემლები მრავლად ჰყავდა. ანი ჩხეიძის გაცნობიდან მისი ბოჰემური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა. მადლობელი ვარ უფლის, რომ ანი შემახვედრა, ჩემი მეუღლე ბედის ყველაზე დიდი საჩუქარიაო, ამბობს იგი.

ბექა ჩხაიძემ მეუღლეს სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)

კითხვაზე, „ბექას ერთხელ უკვე ჰქონდა ოჯახი, ჰყავდა თაყვანისმცემლები, მისი წარსული არ გაშინებდათ?“ – ანი ჩხეიძე აცხადებს, რომ „ბექას წარსულის ქექვა არც დაუწყია, რადგან ეს მისთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი“.

„მნიშვნელოვანი იყო, როგორ იქცეოდა ჩემთან ურთიერთობაში. ვგრძნობდი, რომ გულწრფელად ვუყვარდი. ხშირად მეუბნებიან, ასეთი რა გაუკეთე, რომ სულ სახლში მოეჩქარება, არსად გახედვა არ უნდაო. არაფერი გამიკეთებია, სიყვარული ახდენს ასეთ სასწაულებს. ბექას გავლილი ჰქონდა გართობის, ფლირტის ეტაპები, მომწიფებული იყო ოჯახისთვის.

ეს წლები არ ყოფილა მარტივი, სირთულეებიც გვქონდა, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემით, ერთად ყოფნის გაუნელებელი სურვილით გადავლახეთ. ჩვენი პატარა ოჯახი ძალიან თბილია. გვიხარია ერთმანეთის დანახვა. სულ ერთურთისკენ მივისწრაფვით, ერთად დავდივართ ყველგან. გზადაგზა ვისწავლეთ ოჯახის გაძღოლა. ვუფრთხილდებით ჩვენს კუთვნილ ბედნიერებას“, – ამბობს ანი ჩხეიძე „სარკესთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები