LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი სახლი, ჩემი აღარაფერი გამაჩნია.. როცა ასეთი რამ გემართება, არ უნდა დაეცე.  ეს ან იყო ჭკუის სასწავლებელი, ან კარმული ვალი, რომელიც უნდა გადამელახა“ – ნინო ლეჟავა

665
ფორტუნა (15)

გადაცემაში „თათია შარანგიას სთორი“ მსახიობმა ნინო ლეჟავამ ისაუბრა, როგორ დაკარგა ბინა წლების წინ.

მსახიობმა ვალების გამო ვერაზე ბინის გაყიდვა მოუწია.

„ჩემი სახლი, ჩემი აღარაფერი გამაჩნია. სამწუხაროდ ისე მოხდა ცხოვრებაში, რომ ბინა მთლად არ დავკარგე, მაგრამ აუქციონზე რომ უნდა გაეტანათ, მოვასწარი გაყიდვა და სოფელში შევიძინე სახლი. მე არ მქონდა სახლი სოფელში და ჩემს უფროს ბიჭს გავუკეთე ეს საჩუქარი. რასაკვირველია, იმ კოლორიტულ ბინას თბილისში, სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე, იმას ვერაფერი ჩაანაცვლებდა.

მომხდარში არავის ვადანაშაულებ. ასე მოხდა. როცა ასეთი რამ გემართება, არ უნდა დაეცე.  ეს ან იყო ჭკუის სასწავლებელი, ან კარმული ვალი, რომელიც უნდა გადამელახა.

პროცენტს ვიხდიდი ვალის, მაგრამ ექვსი თვე გაიყინა ხელფასი, მერე მომიწია, ვალის მევახშეებთან გადატანა, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამასაც მარტო გავუმკლავდი, მაშინ უკვე ოთხი შვილი მყავდა“. – იხსენებს ნინო ლეჟავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g