ქართველი სანდრო ალავიძე Amazon-ში ბიზნეს – ანალიტიკოსის პოზიციას დაიკავებს. ინფორმაციას BMG ავრცელებს.
სანდრო ალავიძე სიეტლში, Amazon-ის სათავო ოფისში იმუშავებს.
ახალგაზრდა ბიზნეს-ანალიტიკოსი ცნობილი ჟურნალისტის, ეკა სარიას და ალეკო ალავიძის შვილია.
„ჩემი სანდრო“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და შვილის ფოტოს ავრცელებს.
ეკა სარიას შვილის წარმატებას ულოცავენ სოციალურ ქსელში:
„როგორ მიხარია სარას ნიჭიერი სანდროს წარმატებები. დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე“, – წერს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.
რიგორ მიხარუა სარას ნიჭიერი სანდროს წარმატებები Eka Saria, Sandro Alavidze დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე❣️❣️❣️
Posted by Tea Adeishvili on პარასკევი, 17 იანვარი, 2025