LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ზაზა კინწურაშვილი გარდაიცვალა – “ვერ დაგეხმარე, თვალებში ჩახედვა და დამშვიდობებაც ვერ შევძელი”

9633
zazakinwuraSviliori

ნეირო ქირურგი ზაზა კინწურაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამწუხარო ფაქტზე წერს და ემოციურად ემშვიდობება გარდაცვლილ ექიმს “მთავარი არხის” პროდიუსერი ეკა სარია.

“როგორ მეშინოდა და არ მინდოდა დაჯერება, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგებოდა, ყველა გზით ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და გავქცეოდი რეალობას…
მაპატიე, ზაზა, რომ ვერ დაგეხმარე, ძალიან სუსტი აღმოვჩნდი, თვალებში ჩახედვა და დამშვიდობებაც ვერ შევძელი…
როგორ მატკინე ბიჭო და მოუშუშებელ ტკივილად დარჩი.
რატომ? რატომ ასე უდროოდ და დაუნდობლად, მშვიდობით განისვენე, ყველაზე გულიანო და მართალო ბიჭო, ძმაო და ძმაზე ძვირფასო!”, – წერს სარია.

ექიმს ემშვიდობებიან მისი კოლეგებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები