ცნობილ ფილოლოგს, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლეს, ირმა ჩხეიძეს, რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები და მოქალაქეები ემშვიდობებიან.
ირმა ჩხეიძეს საჯარო სტატუსს უძღვნის შვილიშვილი, თაკო ჩარკვიანის ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანიც.
ირმა გიგანი „ფეისბუკში“ ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს მამუკა ჩარკვიანის და ეკა მამალაძის სიმღერის – „ანგელოზი ფრთიანი“ ფონზე, რომლის ტექსტის ავტორი სწორედ ირმა ჩხეიძეა.
„ჩემი საოცარი, იშვიათი ადამიანი, ჩემი ბებო, ირმა ჩხეიძე წავიდა, დაგვტოვა.
ამ სიტყვებით მეფერებოდა და ეს სითბო იყო თავად, მთელი ცხოვრება“, – წერს ირმა გიგანი სოციალურ ქსელში.
