ცნობილი ფილოლოგი, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, ირმა ჩხეიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ირმა ჩხეიძის ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა.
ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე – ირმა ჩხეიძე გარდაიცვალა
ირმა ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მოქალაქეები, საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ოჯახს თანადგომას უცხადებენ.
ირმა ჩხეიძეს სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის შვილიშვილი – მამუკა ჩარკვიანის შვილი, ირინოლა ჩარკვიანიც. აღსანიშნავია, რომ სიმღერის – „ირინოლას“ ტექსტი, [სიმღერა მამუკა ჩარკვიანმა ქალიშვილს, ირინოლას მიუძღვნა] სწორედ ირმა ჩხეიძეს ეკუთვნის.
„ჩემი დიდი სიყვარული წავიდა… ირმა ჩხეიძე, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ბოლომდე მაცვიფრებდა აზროვნების თანამედროვეობით და ყოველთვის დროს წინ უსწრებდა… ჩემი ბებიკო…
თაკო, საუკეთესო შვილი ხარ, თა. 9 წელი დიდ ბრძოლაში იყავით ორივე“, – წერს ირინოლა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ჩემი დიდი სიყვარული …წავიდა …🖤 ირმა ჩხეიძე, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ბოლომდე მანცვიფრებდა…
Posted by ირინოლა ჩარკვიანი on ორშაბათი, 16 მარტი, 2026
ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ, თაკო ჩარკვიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირმა ჩხეიძე მეუღლის, ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა. „წლების წინ გლაუკომის დიაგნოზი დაუდგინეს, თითქოს არ პროგრესირებდა დაავადება, თვითონ დადიოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ჯანუკის გარდაცვალების საღამოს, იმ დღესვე, მთლიანად დაკარგა მხედველობა. ანუ კი არ დაქვეითდა, არამედ მხედველობა სრულიად დაკარგა“, – აღნიშნავდა თაკო ჩარკვიანი.
