რამდენიმე გლამურული ღონისძიების შემდეგ, 63 წლის მსახიობმა, შერონ სტოუნმა დასვენება გადაწყვიტა და საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროებს მიაშურა.
63 წლის წლის შერონ სტოუნმა სექსუალური დიდება დაიბრუნა – ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია ვენეციაში
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს ფოტოები გაუზიარა, სადაც სანაპიროზე, ბიკინში პოზირებს. მსახიობს შავი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი აცვია და შეუდარებლად გამოიყურება.
„საკუთარ თავზე ზრუნვა, ეს მნიშვნელოვანია, – სხეული, გონება და სული“, – ასე დაასათაურა ფოტოები სტოუნმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა გამოცემა WSJ Magazine-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გაამხილა, თუ როგორ ახერხებს უზადო სხეულისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას. მისი განცხადებით, ის ბევრს ცურავს, დღე-ღამეში 8 საათი სძინავს და ზღვის მარილის აბაზანებს იღებს.
„ჩემი საყვარელი საუზმეა საზამთრო ყველით, პიტნით და წიწაკით“, – აცხადებს შერონი.
ცოტა უცნაურად ჟღერს აღნიშნულ პროდუქტთა ტანდემი, თუმცა ფაქტია, 63 წლის სტოუნი მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება.