LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი შთაბეჭდილებით, კრიტიკულ მომენტში კობახიძეს ჩამშლელის როლის დავალება აქვს მიღებული: სერგო ჩიხლაძე

65
ჩიხლაძე - კობახიძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შთაბეჭდილებით, ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს “რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს.” ჩიხლაძემ მმართველი გუნდის თავმჯდომარის განცხადებებს, არაადეკვატური უწოდა და აღნიშნა, რომ მის გამოსვლებს ჯერჯერობით ყურადღება არ უნდა დაეთმოს.

„როგორც ყოველთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია. ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას მიზანმიმართულად უნდა მოლაპარაკებების ჩაშლა  და ყოველ იმ მომენტში, როდესაც რაღაც შეთანხმების კონტურები გამოიხატება, გამოდის ეს ადამიანი და ჩამშლელ განცხადებებს აკეთებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს.

ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ განცხადებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენი მიზანია და ასევე დასავლელი პარტნიორების, რომ პროცესი კონსტრუქციამდე მივიდეს. ამიტომ ამ პროცესს კონსტრუქციულად უნდა მივყვეთ და დავინახავთ ნამდვილად უნდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება.

ასევე, თუ ღირებული წინადადებები იქნა, თუ შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება, არა მარტო „სტრატეგია აღმაშენებელს“, არამედ სხვა პარტიებსაც შეთანხმება გვინდა, ოღონდ არა რაღაცის ხარჯზე”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

magti 5g