ექიმი-ინფექციონისტი მარინა ენდელაძე „Front News“-ის რუბრიკაში „ადამიანები ისტორიით“ შვილის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქთან შეხვედრის ემოციურ ისტორიას უზიარებს საზოგადოებას.
როგორც ენდელაძე აცხადებს, ორმოცის დღეს უწმინდესთან მისვლა მისთვის გარდამტეხი სულიერი გამოცდილება აღმოჩნდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დღეს უწმინდესი ჯანმრთელად ვერ იყო და საუბარი დიდხანს ვერ შედგა, პატრიარქის ერთი ხელის დადებაც კი საკმარისი აღმოჩნდა სულიერი სიმშვიდისთვის.
„სულ ვფიქრობ ირაკლიზე, ირაკლის მოეწონებოდა?… დედას შვილი რომ გარდაეცვლება, უკვე სხვა სამყაროში გადადის“ – ექიმი მარინა ენდელაძე
„ირაკლის შვილი დარჩა, მისი მსგავსი სრულიად და ახლა ვცხოვრობ იმისთვის“
„პატრიარქზე რა ვიცი, რა უნდა გითხრათ, უდიდესი სიყვარულის გარდა მე მაქვს პატრიარქთან შეხება ხშირად მიწევდა მასთან მისვლა როგორც ექიმსაც. პატრიარქის მადლი რაღაც უსაშველოა.
ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა ორმოცის დღეს მიმიყვანეს, აი, იმ დღეს მე იქიდან გამოვედი, აი, იცით როგორი, რაღაც გამსუბუქებული, მიუხედავად იმისა რომ არ იყო მაშინ ისე კარგად, რომ ბევრი ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ მისი ხელის დადებაც კი საკმარისია იმისათვის რომ დიდი სულიერი სიმშვიდე მოიპოვო. პატრიარქი მე მგონია მოვლენაა და ყველაფერია ჩვენთვის“
@frontnewsge პატრიარქის ხელის დადებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ უდიდესი სულიერი სიმშვიდე მოიპოვო – მარინა ენდელაძე. #საქართველო #ადამიანებიისტორიით #ქართული #ისტორია #მეცნიერება #მედიცინა #ინფექციონისტი #ექიმი #სამედიცინო #შვილი #ტრაგედია #პატრიარქი #რელიგია #სიმშვიდე #უწმინდესი ♬ original sound – ადამიანები ისტორიით