ემანუელ მაკრონიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია მიმდინარე კვირაში ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა იხილოს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მკაფიო ნიშნებია იმისა, რომ ბუჩაში ომის დანაშაულებია ჩადენილი.
„ჩვენ ამას ვერ გავატარებთ. უნდა დავაწესოთ სანქციები, რომელიც შეაჩერებს იმას, რაც მოხდა ბუჩაში და რაც ხდება მარიუპოლში. მათ, ვინც ამ დანაშაულის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა კადრები ბუჩასა და კიევთან ახლოს მდებარე სხვა ქალაქებში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელი მკვლელობების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩები შეზღუდვების ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს განიხილავენ.