გასული წლის 31 დეკემბერს, რიკი მარტინი და ჯოვან იოსეფი მშობლები პირველად გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ლუსია დაარქვეს.
პატარას დაბადებიდან 7 თვის შემდეგ, 47 წლის მომღერალმა ის საჯაროდ ახლა გამოაჩინა.
პუერტო-რიკოელმა შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” ქალიშვილის ფოტო წარწერით – ,,ჩემი თვალების შუქი” გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, რიკი მარტინი ასევე ტყუპი ბიჭების, მატეოსა და ვალენტინოს მამაა, რომლებიც ქვეყანას 2008 წლის აგვისტოში, სუროგაციის გზით მოევლინნენ.