LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი გახდა რიკი მარტინისა და მისი ქმრის განშორების მიზეზი – წყვილთან დაახლოებული პირი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

639
page

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რიკი მარტინი ქმარს, ჯოვანი იოსეფს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ განცხადება 51 წლის მარტინმა და 39 წლის იოსეფმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გააკეთეს. მათი ცნობით, ისინი მეგობრებად რჩებიან და შვილებზე ერთობლივად ზრუნვას გააგრძელებენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სიყვარულით დავშორდეთ ერთმანეთს“- რიკი მარტინი ქმარს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა

ახლახან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მეტიც, წყვილთან დაახლოებულმა პირმა სკანდალური ინფორმაციას გააჟღერა.

„მათ წლების განმავლობაში ღია ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი სხვებს ხვდებოდნენ, სხვებთან ჰქონდათ ინტიმური კავშირი, თუმცა ამ დროის მანძილზე არავინ შეჰყვარებიათ. რაც შეეხება მათი განშორების მიზეზს, მათ შორის ვნება გაქრა“, – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რიკი მარტინმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2010 წელს განაცხადა. 2017 წელს კი ჯოვანი იოსეფზე იქორწინა. მათ 4 შვილი ჰყავთ.

ფოტო: „არ ველოდი, ამ ფოტოებმა უამრავი გამომწერი დამაკარგვინა“ – რიკი მარტინი ჰომოფობიურ კომენტარებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები