მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, იოსებ გოგიჩაიშვილს, რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან.
იოსებ გოგიჩაიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ მისი შვილიშვილები – ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილებიც და ბაბუას ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.
„ბაბუ, შენს რამხელა სიყვარულს დავატარებ გულით ყოველ წამს, შენ კი იცი… მიყვარხარ სიტყვა ამ სიყვარულს არ იტევს“.
„ჯერ ვერ ვიაზრებ და სათანადოდ ვერ გესიყვარულები… მადლობა ყველაფრისთვის, შენ ჩვენი ბავშვობა დაბადების წამიდან დაუვიწყარი გახადე“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.
ბაბუ შენ რამხელა სიყვარულს დავატარებ გულით ყოველ წამს , შენ კი იცი … მიყვარხარ სიტყვა ამ სიყვარულს არ იტევს.
Posted by Nanuka Gogichaishvili on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2024
„ჩემი მზის სხივი, ჩემი უსაყვარლესი ბაბუ!
რამდენ ბედნიერ წამს ითვლის გული შენთან ერთად!
ჩემი უტკბილესი ბაბუ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც სოსიკოსთან შეხება ჰქონია და სიგიჟემდე არ უყვარს! დიდი ადამიანი დიდი გულით!
ურთულესია, შენთან დამშვიდობება და არც მინდა ამ რეალობის აღქმა“, – წერს ნინი გოგიჩაიშვილი.
ჩემი მზის სხივი ჩემი უსაყვარლესი ბაბუ! რამდენ ბედნიერ წამს ითვლის გული შენთან ერთად! ჩემი უტკბილესი ბაბუ, არ არსებობს…
Posted by Nini Gogichaishvili on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2024