LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი უსაყვარლესი პროფესორი და მასწავლებელი, მადლობა ყველაფრისთვის ქალბატონო ნანა…“- ცნობილი ექიმი, ნანა გელაძე გარდაიცვალა

665
ნანა გელაძე

ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები და მეგობრები ავრცელებენ:

„ჩემი უსაყვარლესი პროფესორი და მასწავლებელი, მადლობა ყველაფრისთვის ქალბატონო ნანა…“ – წერს ექიმი, გვანცა არველაძე სოციალურ ქსელში.

ჩემო უსაყვარლესი პროფესორი და მასწავლებელი💔💔💔.მადლობა ყველაფრისთვის ქალბატონო ნანა.

Posted by Gvantsa Arveladze on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს სამედიცინო ცენტრი „ციტო“:

„გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი , ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე.

ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენს გუნდში.

ქალბატონი ნანა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, სითბოთი და გულისხმიერებით.

თითოეული ციტოელი თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

⚫️გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი , ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის…

Posted by Cito Medical Center • სამედიცინო ცენტრი „ციტო“ on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
magti 5g