თბილისის გასასვლელთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის „რა სად როდის“ კლუბის წევრი, ირაკლი ვეშაგურიძე.
მწერალი გიორგი კეკელიძე დაკავებულ ირაკლი ვეშაგურიძეზე წერს, რომელიც მისი ყოფილი თანამშრომელია.
გიორგი აღნიშნავს, რომ ის „საკუთარ საქმეს ჩუმად აკეთებდა და სამშობლო უყვარდა.“
„ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ვეშაგურიძე დაუკავებიათ. სრულიად უწყინარი კაცი. მე რაც ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მახსოვს, საკუთარ საქმეს ჩუმად აკეთებდა და სამშობლო უყვარდა.“ – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
ხატია დეკანოიძე: „ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია“