LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა შვილმა სანთლები წაიღო ეკლესიაში დასანთებად.. ოკუპანტებმა მოკიდეს ხელი და წაიყვანეს.. მასთან ერთადაა ჩემი შვილიშვილიც“ – ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებულის დედა 

190
დედა მზა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ ოკუპანტებმა მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე გაიტაცეს.

გატაცებული ხვიჩა კორინთელის დედა, მაყვალა კორინთელი იხსენებს, რომ ოკუპანტებმა მისი ვაჟი და შვილიშვილი იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში, სანთლების დასანთებად ავიდნენ.

„გიორგობის მეორე დღე იყო.. სანთლები წაიღო დასანთებად [შვილმა]. ავიდა, დაანთო, მოკიდეს ხელი [ოკუპანტებმა] და წაიყვანეს… მასთან ერთად შვილიშვილია ჩემი“, – ამბობს მაყვალა კორინთელი.

„ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტში საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

magti 5g