პატარა ლუკას საზოგადოებისგან დახმარება ესაჭიროება, მას მწვავე პნევმონია აქვს და თურქეთის კლინიკაში იმყოფება.
ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და აუდიტორიას ბიჭის დახმარებისკენ მოუწოდებს.
„ჩემო კეთილო და კარგო მეგობრებო, გთხოვთ არ გაატაროთ ეს პოსტი:
პატარა ლუკას დაუდგინდა მწვავე პნევმონია და ამჟამად იმყოფება თურქეთის კლინიკაში, ახლა გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (1 დღე 1 500$)და რადგან საავადმყოფოში უკვე დავალიანებაც გვერიცხება არის საშიშროება იმისა, რომ ლუკამ მკურნალობა ვეღარ გააგრძელოს. ასევე ესაჭიროება ჟანგბადის აპარატი, რომელიც 2000 დოლარი ჯდება.
ანგარიშის ნომერია :
GE09BG0000000544162500 BOG
GE05TB7851245063600021 თიბისი
მიმღები : ნანა გიგაური“, – ნათქვამია ტექსტში.