LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონატი არაფრის კეთებაში

115

სამხრეთ კორეაში, კერძოდ კი სეულში ჩემპიონატი არაფრის კეთებაში გაიმართა. სულ შეჯიბრში 70 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ერთ-ერთ პარკში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ 90 წუთის განმავლობაში არაფერი გაეკეთებინათ.

ღონისძიებას Space Out Competition ჰქვია და ის 2014 წლიდან, მხატვარ ვუპს იანის ინიციატივით იმართება.

მონაწილეებს ეკრძალებათ ტელეფონით სარგებლობა, ლაპარაკი, დროის შემოწმება, ძილი, სიცილი და ა.შ. დამკვირვებლები მათ პულსს 15 წუთში ერთხელ ამოწმებენ, ხოლო გამარჯვებული ის ხდება, ვისი გულისცემაც ყველაზე სტაბილურია.

იანის განცხადებით, 70 ადგილზე მოხვედრის სურვილი 2 ათასზე მეტმა პრეტენდენტმა გამოთქვა, კონკურსანტების სწორად შერჩევისთვის კი მას კვალიფიციური რაუნდების ჩატარება დასჭირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები