ბუქმეკერები ინგლისის პრემიერლიგის მომავალ გამარჯვებულთან დაკავშირებით ფსონების მიღებას განაგრძობენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ”ლესტერს” ამ დროისათვის ამ სეზონში გაჩემპიონებაზე კოეფიციენტი 2501 აქვს, რაც ორჯერ ნაკლებია 2015/16 წლების სეზონის წინა კოეფიციენტთან შედარებით. 20 ტურის შემდეგ ”მელიები” ცხრილის ლიდერ ”ჩელსის” მთელი 28 ქულით ჩამორჩებიან.
ბუკმეკერების აზრით, გაჩემპიონების ყველაზე დაბალი შანსი ”ჰალს” აქვს, რომლის კოეფიციენტიც 10001-ით განისაზღვრა. ყველაზე დიდი შანსი კი ”ჩელსის” აქვს, რომელსაც 1,72 კოეფიციენტი მიანიჭეს. „ლივერპულის“ მაჩვენებელი 5,50-ა, ”სიტისი” – 8,00, ხოლო ”არსენალის” – 13,00.