LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში მიაქვთ

60

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა აშშ-ში გაიმართოს.
უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მთავარი ევროპული ტურნირის პოპულარიზაციისთვის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისთვის ღიაა.

”ვფიქრობ, სამომავლოდ ეს ცუდი იდეა არ იქნება, თუმცა ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებთ. ლოჯისტიკის თვალსაზრისით გულშემატკივრებისთვის პრობლემები არ უნდა შეიქმნას. მაგალითად, გადაფრენას პორტუგალიიდან აზერბაიჯანამდე იმდენივე დროს სჭირდება, რამდენიც ნიუ-იორკამდე. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ევროპული შეჯიბრია”, – განაცხადა ჩეფერინიმ.

ჩემპიონთა ლიგის უახლოესი ფინალი 3 ივნისს კარდიფის ”მილენიუმზე” გაიმართება. 2017/18 წლების სეზონის მთავარ მატჩს კი კიევი უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები