უეფა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონს აჯამებს და 10 საუკეთესო გოლიც დასახელდა. პირველ პოზიციაზე, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის მიერ ფინალში გატანილი ზღაპრული გოლი გავიდა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა კაზემიროს გასროლა „ნაპოლისთან“ მერვედფინალში, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა ტომას დელანის გოლი „კოპენჰაგენისა“ და „ბრიუგეს“ შეხვედრაში.
აქვე გეტყვით, რომ ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის ნომინაციაში „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა გაიმარჯვა – შარშან, ეს პატივი სტეფან ლიხშტაინერს ერგო.
1. მარიო მანჯუკიჩი („იუვენტუსი“ – „რეალი“ 1:4), ფინალი, 3 ივნისი, 2017
2. კაზემირო („რეალი“ – „ნაპოლი“ 3:1), მერვედფინალი, 15 თებერვალი, 2017
3. ტომას დელანი („კოპენჰაგენი“ – „ბრიუგე“ 4:0), ჯგუფური ეტაპი, 27 სექტემბერი, 2016
4. არიენ რობენი („ბაიერნი“ – „არსენალი“ 5:1), მერვედფინალი, 15 თებერვალი, 2017
5. გონსალო იგუაინი („მონაკო“ – „იუვენტუსი“ 0:2), ნახევარფინალი, 3 მაისი, 2017
6. მესუტ იოზილი („ლუდოგორეცი“ – „არსენალი“ 2:3), ჯგუფური ეტაპი, 1 ნოემბერი, 2016
7. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“ – „როსტოვი“ 2:1), ჯგუფური ეტაპი, 1 ნოემებრი, 2016
8. დანი ალვეში („იუვენტუსი“ – „მონაკო“ 2:1), ნახევარფინალი, 9 მაისი, 2017
9. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“ – „სპორტინგი“ 2:1), ჯგუფური ეტაპი, 14 სექტემბერი, 2016
10. ალექსის სანჩესი („არსენალი“ – „ლუდოგორეცი“ 6:0), ჯგუფური ეტაპი, 19 ოქტომბერი