LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია, ტყუილად არ მიცხოვრია თურმე“ – რას წერს ნინი ქარსელაძე

264
2024-11-05_23-34-56_693855

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს სიყვარულისთვის მადლობას უხდის.

მომღერლის თქმით, საზოგადოების მხრიდან გამოხატული სითბოს შემდეგ მიხვდა, რომ მის ცხოვრებას აზრი ჰქონია.

„ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, უსაზღვრო სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის და პოზიტივისთვის. ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს მოწერილს ვერ ვუპასუხე. საკმაოდ ბევრი იყო და ვერ გამოვხატე თქვენს მიმართ საკმარისი სიყვარული. მაგრამ ახლა, ამ ფორმით გეუბნებით მადლობას.

ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია, ტყუილად არ მიცხოვრია თურმე. თქვენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია.

მიყვარხართ ყველა. გისურვებთ ყველა ჩემს მიმართ გაცემული სითბო, სიყვარული და სურვილი ასმაგად უკან დაგიბრუნდეთ“, – წერს ნინი ქარსელაძე.

„დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს“ – ნინი ქარსელაძე ქმარს გაშორდა

ფოტოგალერეა: ნინი ქარსელაძის გლამურული და ბრენდული ჩაცმულობა 

ვიდეო: როგორ მიულოცა ნინი ქარსელაძემ შეყვარებულს იუბილე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g