LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ინტერვიუ ჩავწერე, ცრემლების შეკავება რთული აღმოჩნდა“ – რამ აატირა ქართველი ჟურნალისტი ზელენსკის პრესკონფერენციაზე

7395
jurnalist

უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციას „ქრონიკის“ ჟურნალისტი მანჩი გაბელია ესწრებოდა, რომელმაც პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვისას, ცრემლები ვერ შეიკავა. საკუთარი ემოციების შესახებ ჟურნალისტმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა:

„უკრაინაში ახლა სიკვდილსა და სიცოცხლეს ადამიანებისთვის მხოლოდ 1 წამი ჰყოფს. რამდენიმე წამში სწორედ სიცოცხლის მონიჭებელი დღესასწაული დგება და ამ დღეს აქ ნატვრაც მხოლოდ ერთი აქვთ – ეს გადარჩენაა და გამარჯვებაა.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ინტერვიუ ჩავწერე. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ზელენსკისთვის პირადად გადამეცა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მადლობა ამ ბრძოლისთვის, რომელსაც დღეს მე-60 დღე შეუსრულდა .

ცრემლების შეკავება, რთული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქრისტეს აღდგომის მილოცვა ითხოვა/ სიტყვა ასეთი იყო: „წელს აღდგომას ერთი იმედით ვხვდებით – ეს მშვიდობაა. ეს დღესასწაული ყველასთვის ოჯახურია, როცა ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს განსაკუთრებით ჩვენს მოხუცებულებს ვუსურვებთ, დღეს კი უკრაინას ოცნებად ბავშვების გადარჩენა ექცა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დიდხანს სიცოცხლე მათთვის საოცნებო გაგვიხდებოდა. დღეს ოდესაში 3 თვის ბავშვი დაიღუპა, ომის დაწყებისას ის 1 თვის იყო. მათ სიცოცხლეზე ღირებული არაფერი გვაქვს. გთხოვთ, გაუფრთხილდით ჩვენს შვილებს“, – წერს ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g