LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, ეს მანდატის დარღვევაა: ლომჯარია სააკაშვილთან მისი წარმომადგენლის არშეშვებაზე

120
ნინო ლომჯარია2

“ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დაკავებულ პირთან ჩემს წარმომადგენლებს შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, აღნიშნული ფაქტი სახალხო დამცველის მანდატის დარღვევას წარმოადგენს.

მისივე თქმით, დაწყებულია შესაბამისი პროცედურები:

“პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც დაკავებულ პირთან ჩემს წარმომადგენლებს არ მიეცათ შესვლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას და მანდატის დარღვევას და ჩვენ დაწყებული გვაქვს შესაბამისი პროცედურები. ვიხელმძღვანელებთ ორგანული კანონით და პასუხისმგებელი პირების მიმართ გავატარებთ სანქციებს, რასაც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა.” – განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ომბუდსმენის რწმუნებულმა საბა ბრაჭულმა განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.

“სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ახალ ფაქტს” – ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სააკაშვილთან არ შეუშვეს

magti 5g