LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ახალ ფაქტს” – ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სააკაშვილთან არ შეუშვეს

85
1

ცენტრ “ემპათია” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.

ჯიშკარიანის განცხადებით, პენიტენციური სამსახურისგან ნებართვა ჰქონდათ, თუმცა მისი თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

მარიამ ჯიშკარიანის თქმითვე, სააკაშვილის მიმართ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების ახალ ფაქტს.

მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, მიმართავენ საგამოძიებო ორგანოებს – აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს:

“პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ გვაქვს ნებართვა. დღეს აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების ახალ ფაქტს.

ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრ “ემპათიის” ეგიდით და ეს არის კანონის დარღვევა, ეს გახლავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, 144 მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა. პატიმარს აქვს უფლება, მიმართოს ალტერნატიულ ექსპერტიზას და ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

შესაბამისად, ამას განვიხილავთ, როგორც ხელის შეშლას ექსპერტიზაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ სურვილი, დოკუმენტირებული იყოს ის ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა და ასევე არ იყოს დოკუმენტირებული შედეგები, რაც მძიმედ აისახა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და, შესაბამისად, განვიხილავთ, როგორც ექსპერტიზაში ხელის შეშლას. ალბათ მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

განაცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებულია, თუმცა ჩვენ მოვედით მანამდე, სანამ სამუშაო საათები დასრულდებოდა და მეორე, რომ უნდა მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახურისთვის მიმართული გვაქვს.” – განაცხადა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, მისივე განცხადებით, ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა.

მიხეილ სააკაშვილი: “შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი”

აღელვების ნიადაგზე, აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა – მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება: პენიტენციური სამსახური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g