LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – სალომე ზურაბიშვილი

120
2024-06-15_22-18-59_490235

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყდეს და გზა უნდა მიეცეს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში

„ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს შფოთვა ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ვინაიდან ჩერნობილის კატასტროფის შედეგები გამოვცადეთ.

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია. და კი, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე საქართველოს წინააღმდეგ ომი იყო, არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო.

ყველა ამ მიზეზის გამო, შეგვიძლია გავიზიაროთ რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყდეს და გზა უნდა მიეცეს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს, თუ დღეს შემუშავებული წინასწარი ნაბიჯების გარდა, რუსეთი გაიაზრებს, რომ მას საზღვრები აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და ჰყავს მეზობლები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და რომ საერთაშორისო საზოგადოება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შესაძლოა მხოლოდ მაშინ არსებობდეს, როდესაც დიდი ქვეყნები აღიარებენ თავიანთ მეზობლებს, პატივს სცემენ თავიანთ მეზობლებსა და მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები