LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე მამაჩემს ხარისხიანი და კარგი ცხოვრების 4 წელი ვაჩუქე“ – ნანიკო ხაზარაძე მამის გარდაცვალებაზე

392
ნანიკო ხაზარაძე

გადაცემა „სთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იყო. მან კიდევ ერთხელ, ემოციურად და ვრცლად ისაუბრა მამაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ვიდეო: „რაღაც ეტაპზე უცებ გამახსენდება, რომ აღარ არის და ყველა ჯერზე ახლიდან სტრესში ვარ“ – ნანიკო ხაზარაძის ემოციური ინტერვიუ

ნანიკომ გადაცემაში მამის პანსიონატში მიყვანის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მამას ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი აჩუქა:

„პირადად, მე ვიცი, რომ მამაჩემს ვაჩუქე ცხოვრების 4 წელი, თან კარგი, ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი. ბოლომდე უკრავდა ფორტეპიანოზე, ჰქონდა ყველაფერი ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა – ყურადღება, აუდიენცია, საუბარი, აუდიტორია, ამიტომ, ამ პანსიონატმა მამას მისცა ზუსტად ის, რაც მას სჭირდებოდა, რის გამოც მისი ხასიათი მუდმივად გადასარევი იყო, აღარსად გარბოდა, ნაკლებად ჰქონდა შფოთი“, – თქვა ნანიკო ხაზარაძემ.

ვიდეო: „საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფოტოს ესაუბრებოდა.. აი მანდ უკვე მივხვდი, რომ მორჩა..“ – ნანიკო ხაზარაძე მამის დაავადებაზე საუბრობს და პასუხობს კითხვას „თავად როდის შეეშინდა“

🟡 ნანიკო ხაზარაძე მამის გარდაცვალებაზე

🟡 "მე მამაჩემს ვაჩუქე ხარისხიანი და კარგი ცხოვრების 4 წელი" – ნანიკო ხაზარაძე მამის გარდაცვალებაზე 💫 გამოგვყევით ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/tatisharangia7?igsh=MXJyOTBiMWRudnJkcg==

Posted by სთორი/Story on კვირა, 16 ივნისი, 2024

ვიდეო: „ორი თითი ასწია და ორ დღეშიო მითხრა…ზუსტად იცოდა როდის გარდაიცვლებოდა“ – ნანიკო ხაზარაძე მამის შესახებ საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები