“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მდივანი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს შეხვდა და ჰკითხა, რა მიზნები ამოძრავებდა, რა აინტერესებდა მას.
როგორც ნაყოფია აცხადებს, კეზერაშვილმა კითხვის პასუხად უთხრა, რომ საქართველოში დაბრუნება სურს.
“თვითონ ვთქვი და არც დამიმალავს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილს შორის შედგა შეხვედრა, მათ შორის ამ საარჩევნო საკითხებზე იყო ძირითადი მსჯელობა. ყველა ადამიანს აქვს თავის ხედვა. ის, რა თქმა უნდა, დაუშვათ იხრება და მხარს უჭერს ერთ კანდიდატს, მე დაუშვათ ვუჭერ მხარს ნიკა მელია, ეს ცნობილია პირველივე დღიდან და ეს პოზიცია არც შეიცვლება, ზუსტად ვიცი რატომ ვუჭერ მხარს ნიკა მელიას.
დავით კეზერაშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, მე რამდენადაც ვიცი ვანო მერაბიშვილიც. იმიტომ რომ ის, როგორც ვიცით, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და აქტიურად მხარს უჭერს და არც ხაბეიშვილს დაუმალავს ეს ისევე, როგორც მე როგორც მხარს ვუჭერ ვუწერ ნიკა მელიას. იყო შუამავლები ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ..
კეზერაშვილმა მითხრა, რომ საქართველოში დაბრუნება სურს. არ აინტერესებს პოლიტიკა და არც ბიზნესი. ჩემს ქვეყანაში მინდა დავბრუნდეო”, – საუბრობს კობა ნაყოფია “მთავარი არხის” ეთერში.