ეკონომისტი ოთო აბესაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს. ის ერთი პირის დაკითხვას ითხოვს.
“ჩემს საქმეში მთავარი მოწმე და აგენტი პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე ‼️ დაკითხეთ ‼️ ერთ წელზე მეტია მაქვს მომართვა გაკეთებული.
ეს ადამიანი მწერს და მირეკავს. მაბარებს აღსარებებს და მიხდის ბოდიშს ‼️
ანუ რა გამოდის?
ვისაც ქრთამი მოვთხოვე (გავმართლდი ქრთამში) და ვინც მიწერდა და მემუშავებოდა ახლა რატომ მიბოდიშებს და ჰყვება ისტორიას?
მე ვერ ჩავუტარებ გამოკითხვას. მეტიც, სტაჟიან აგენტ-პროვოკატორს არ დაველაპარაკები ‼️
მწერს, მირეკავს, მიბოდიშებს და მაბარებს აღსარებებს თუ როგორ დაავალეს პროვოკაციის მოწყობა.
ვიგინდარა და აღზევებული მდაბიო ყოფილი ჩინოვნიკის პროვოკაციის მსხვერპლი ვარ მისი აგენტის ზვიად ჩიხლაძის ხელით და გამოკითხეთ ეს კაცი.
როგორც სასამართლოზე თქვა მუშაობს GWP – ს ადმინისტრაციაში.
არ გაგიჭირდებათ მოძებნა”, – წერს ოთო აბესაძე.
ოთო აბესაძე მერიაში მუშაობის დროს ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა 2017 წელს დააკავა.