LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ“ – თელავის საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატი „გამჭვირვალობის“ კანონის გამო პარტიას და თანამდებობას ტოვებს

179
ლევან ბერძენაშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო, პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. 

ამის შესახებ ბერძენაშვილმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა:

ვიდეო: „ქართული ოცნების“ დეპუტატი თელავიდან: „ფიცს ვდებ, თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, პარტიას და თანამდებობას დავტოვებ“

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება, ამიტომ, მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები“.

„მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო“. – თქვა ლევან ბერძენაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ლევან ბერძენაშვილი თელავის საკრებულოში იურიდიული კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს მხარი 84 ხმით დაუჭირეს.

პოპულარულები