LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ტაძრებში დღემდე ასე იყო.. ზოგს სამი ნათლია უნდოდა, ზოგს ოთხი და უარს ვეუბნებოდი.. ერთხელ ერთი „მარშრუტკა“ ნათლიებიც მოიყვანეს“ – მამა ლევან ჯიქური ნათლობის წესში ცვლილებაზე

265
Untitled design (4)

სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნათლია უნდა იყოს ერთი და ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე დასაშვებია 2 ნათლიის ყოლაც, კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური ეხმაურება.

როგორც მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს, აქამდე ნათლიად მხოლოდ ერთ, ან ორ ადამიანს აყენებდა და ამის გამო ბევრი განაწყენებულა კიდეც.

„ნათლია უნდა იყოს ერთი, ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია ორიც“ – სინოდის განჩინება

„ჩემს ტაძრებში დღემდე ასე იყო რომ ნათლიად ერთ, ან ორ ადამიანს ვაყენებდით და ბევრი განაწყენებული წასულა, რადგან ზოგს სამი ნათლია უნდოდა, ზოგს ოთხი. ერთხელ ერთი „მარშრუტკა“ ნათლიებიც მოიყვანეს. უარს ვეუბნებოდი და „სხვაგან რომ შეიძლება“.

ნოემბრის სინოდით როგორც იქნა წერტილი დაესვა ამ საკითხს: „ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით ნათლია უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც მამაკაცი და ქალი; საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია ნათლიად კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები