ფეისბუკის ჯგუფის „დაიტოვე“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა.
ამის შესახებ ილია ღლონტი ჯგუფში „დაიტოვე“ თავად წერს.
„ჩემთან პოლიციაა მოსული“, – დაწერა ილია ღლონტმა.
ამასთან, პირდაპირი ეთერის რეჟიმში, ასევე „ფეისბუკზე“ ვიდეოს აქვეყნებს ელენე ხარიბეგაშვილიც, რომელშიც ილია ღლონტი პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრება, ამასთან კადრებში ჩანს, როგორ ჩხრეკენ ილია ღლონტის სახლს ისინი.
