LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ – სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი – გიორგი გახარია

279
გიორგი გახარია3

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ – სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობაა, თუმცა ამის საშუალება არავის მიეცემა.

„მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როცა არ მაძლევენ საშუალებას, ავხსნა, რომ მე არ მაქვს უფლება დავუშვა კომპრომისი. არ გავაკეთებ ამას და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მარტო მე კი არა, ის თითოეული პოლიციელი ატარებს, რომელმაც ღირსეულად ჩაატარა ის ღამე. თუმცა, რა თქმა უნდა, მესმის რომ იყო გადაცდომები და ისიც კარგად მესმის, რომ ჩემი და შს სამინისტროს დელეგიტიმაციის მცდელობაა, რომელიც დღეს საყოველთაო გახდა, ვერავინ ამ კომპლექსს ვერ შეგვიქმნის“,- განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.

“იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, – აცხადებს შს მინისტრი. გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს პოლიციის გადაადგილებაზე და ხელმძღვანელობის მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან 19:00 საათამდე მხოლოდ საპატრულო პოლიცია იყო.

„როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდგომ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით. ამის შემდეგ გაიცა სიტყვიერი ბრძანება ათი საათის შემდგომ – არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორსაათნახევარი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g