უკრაინელი არტისტი ანდრეი დანილკო, რომელიც ვერკა სერდიუჩკას სასცენო ფსევდონიმით არის ცნობილი, ინტერვიუში ამჯერად ვლადიმერ სოლოვიოვის შესახებ საუბრობს. დანილკო ამბობს, რომ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი მისი პირადი მტერია და ამაზე ღიად მუდამ ისაუბრებს: „ჩემთვის სოლოვიოვი არის ტაფა და ყველაფერს ვიზამ, რომ გავანადგურო“ – ამბობს მუსიკოსი.
დანილკო ამბობს, რომ კმაყოფილია იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც სოლოვიოვს კომოს ტბაზე სახლი ჩამოერთვა.