LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლოვიოვს არყის ხეზე ჩამოკიდებენ, მე – ვერხვზე – მარგარიტა სიმონიანი რუსეთიდან წასულ მოქალაქეებზე

325
მარგარიტა-სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, ამჯერად ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში, ისრაელში მიმდინარე ამბებს მიმოიხილავს და მათ რუსეთის ჭრილში აფასებს. სიმონიანი ისევ რუსეთიდან წასულ ხალხს განიკითხავს და მაგალითად სწორედ ისრაელის კონფლიქტი მოაქვს:

„არავითარი ემოციური ბმა არ მაქვს არც ისრაელთან, არც პალესტინასთან. მაგრამ ამ ომმა ჩამოხსნა ნიღაბი ჩვენი ქვეყნიდან გაქცეულ ხალხსაც. ისინი ახლა წარმატებას უსურვებენ ისრაელის ჯარს.

აღმოჩნდა, რომ მათ განა პუტინი, მე ან შოიგუ არ მოვწონვართ, არა! თურმე მათ უნდათ მშვიდობა, ჩვენ ომი და ამიტომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან. ელოდებიან, როდის დავასრულებთ არსებობას, რომ ჩამოვიდნენ, მათი აზრით უკეთეს, გაბრწყინებულ რუსეთში. სოლოვიოვს ისინი დაკიდებენ არყის ხეზე, მე, ვერხვებზე, დანარჩენებს იმას ჰკითხავენ, რომელ ხეზე ურჩევნიათ დაკიდება, აი ასეთ მომავალს ელიან ისინი“ – ამბობს სიმონიანი რუსეთიდან წასულ მოქალაქეებზე.

„ქართველი და სომეხი ერი გადაშენებისგან რუსეთმა იხსნა“ – მარგარიტა სიმონიანი

„მას აქვს იუმორი და შარმი, რის გამოც წლებია, ასე გვიყვარს” – სიმონიანი პუტინზე

„ეს ხალხი უნდა დავცხრილოთ“- ვლადიმერ სოლოვიოვი სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებს აკრიტიკებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები