კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ისევ ისტორიის გადაწერას ცდილობს. ამჯერად, სიმონიანი ვლადიმირ სოლოვიოვს გადაცემაში სახლიდან ერთვება და ამტკიცებს, რომ ქართველი და სომეხი ერი გადაშენებისგან რუსეთმა იხსნა.
„ჩვენ თავის დროზე უარი ვთქვით მიგვეერთებინა სომხეთი და საქართველო. რამდენჯერ გვეხვეწნენ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში შეგვეყვანა? ჩვენ, დიახ, ჩვენ გადავარჩინეთ ორივე სახელმწიფო. ქართველი და სომეხი ერი გადაშენებისგან რუსეთმა იხსნა. რომ არა რუსეთის იმპერია, დღეს მათზე მხოლოდ ისტორიის წიგნებში წავიკითხავდით“. – ამბობს სიმონიანი.
„მას აქვს იუმორი და შარმი, რის გამოც წლებია, ასე გვიყვარს” – სიმონიანი პუტინზე
„რანაირი სომეხი ვარ? სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ერევანში“ – მარგარიტა სიმონიანი