რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თავის გადაცემაში მკაცრად გააკრიტიკა რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის მიმდინარეობა. მან რიგი კომისარიატები არა ორგანიზებულობასა და წესების დარღვევაში დაადანაშაულა. ამავე თემაზე მოწვეულმა „რაშა თუდეის“ რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კონკრეტული ფაქტები დაასახელა, როგორ იბარებენ კომისარიატებში 40 წელს გადაცილებულ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
„ეს ხალხი უნდა დავცხრილოთ“ – განაცხადა სოლოვიოვმა. თავის მხრივ, სიმონიანმა დასძინა, რომ ის დაცხრილვის წინააღმდეგია. პროპაგანდისტი ჟურნალისტების კრიტიკის ქარცეცხლში განსაკუთრებით, ნოვოსიბირსკის სამხედრო კომისარიატი მოექცა.
კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი ეთერში ნაცემი გამოჩნდა – რუსული მედია ვერსიებს ამუშავებს
„პუტინი ამ ომს ვერ წააგებს, ნერვებს ნუ მიშლით“ – ვლადიმერ სოლოვიოვი ისტერიკაში ჩავარდა