LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემზე არ იღელვოთ, თავს გაუფრთხილდით – მაკო გომური

1090
mako gomuri

18 წლის მაკო გომური, რომელმაც აქციისას ერთი თვალი დაკარგა, უკვე სახლშია. სახლიდან ის საზოგადოებას მოუწოდებს თავს გაუფრთხილდნენ და მასზე არ იღელვონ. 

გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს (ვიდეო)

მწვანე ყურსასმენებიან გოგონას ჰოსპიტალთან ხალხის ჯგუფი დახვდა

მაკო გომური წერს, რომ ახლა გადაღლილია და ძალების აღდგენა სჭირდება, თუმცა მალე გამოჯანმრთელდება.

„სიზუმ გაწი კამერაო.

გვიყვუარხართ ჩვენ♥

მოკლედ, ახლა კარგად ვარ ბავშვებო და ხალხო, უბრალოდ საშინლად გადაღლილი ვარ და მჭირდება ძალების სასწრაფო აღდგენა.

თქვენ ჩემზე არ იღელვოთ, თქვენს ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. თავს გაუფრთხილდით რა:)))) 

მაკო გომურს საავადმყოფოდან გაწერისას კნუტი აჩუქეს (ფოტო)

მაკო გომური, გოგონა, რომელმაც აქციის დროს მიღებული დაზიანების შედეგად თვალი დაკარგა

ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები ძალიან, ძალიან მალე♥“ – წერს მაკო გომური.

ცნობისთვის სუზი მაკოს ახალი კნუტია, რომელიც გუშინ, საავადმყოფოდან გამოწერისას სოფიკო მთივლიშვილმა აჩუქა.

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.

საავადმყოფოდან მან წერილი გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა: “ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g