LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერილი გოგონასგან, რომელმაც დარბევისას თვალი დაკარგა: დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით

3007
mako gomuri

18 წლის მაკო გომურმა, რომელმაც აქციის დარბევის დროს, თვალი დაკარგა წერილს ავრცელებს.

“თითოეული ტკივილის წამი, რომელსაც ახლა ვგრძნობ, არ მინდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე ან პალატაში საწოლზე,სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო. 

18 წლის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო

როგორც ახალგაზრდის და ამბობს, ის სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა.

არ მინდა დაიკარგოს არაფერი, რასაც ახლა ვგრძნობ. ტკივილს, გაბრაზებას.

მე დაუცველი ვიყავი იქ, როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის, როგორც ათასობით ადამიანი.

ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ.

ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი:)

იმ ღამემდე არასდროს არ მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა.

ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს, ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ. 

რუსთაველზე, აქციაზე გოგომ სავარაუდოდ, თვალი დაკარგა (ვიდეო)

აქციის მონაწილეები პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, თუმცა, პასუხად ცრემლსადენ გაზს და ტყვიებს იღებენ.

რუსეთი მკვლელი ოკუპანტია!

ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!

პ.ს.  ჩემი თითების კომბინაცია კი გეკუთვნით ყველას, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანეთ ჩვენ სასიკვდილოდ გაწირვაში.

ფოტო-ილუსტრაცია: Shakø Winter Zamtaradze

 

თვალი გამოთხარეთ ჩემს დას, წყალი კი არა, სიკვდილი მინდა – აქციის მონაწილე (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g