LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე, აქციაზე გოგომ სავარაუდოდ, თვალი დაკარგა (ვიდეო)

4184
Capture

რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

გოგონა, რომელსაც სავარაუდოდ სპეცრაზმელის გასროლილი რეზინის ტყვია მოხვდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსთველზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

რუსთაველზე სპეცდანიშნულის რამზები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებენ. გამოყენებული იყო ასევე წყლის ჭავლი.

აქციის მონაწილეები რუსთაველზე სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან და ისინი პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, თუმცა, ყველა მცდელობაზე პასუხად ცრემლსადენ გაზს იღებენ და რეზინის ტყვიებს იღებენ და უკან დახევა უწევთ. რუსთაველზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფები არიან.

 

ვიდეო: TV პირეველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g