LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერგოლეიშვილი ენმ-ზე: 500 კაცს ვერ აგროვებენ ქუჩაში, 500 ათას კაციან პარტიას დამბლა აქვს დაცემული

196
თამარ-ჩერგოლეიშვილი

500 კაცს ვერ აგროვებენ ქუჩაში, 500 ათას-კაციან პარტიას დამბლა აქვს დაცემული, – აღნიშნულის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, 2016 წელს მათი გზები გაიყო, რადგან მიიჩნიეს, რომ მესიანიზმის გზა, მარცხის გზა იყო.

“ძირითად ოპოზიციურ პარტიაში არჩევნებია და ერთადერთი შესაჯიბრებელი რაც აქვთ არის ის, ვინ უფრო კარგად ილოცებს მესიაზე.

ამაზე მეტი საკითხი პარტიის მართვასა და ხედვაზე არ არსებობს. ფეხებს აბაკუნებენ, არა მე უფრო კარგად ვუშველი მიშას.

მელია, რომ მიშას ერთგულია ხალხს რა?, რაში გამოიხატა. ან ხაბეიშვილი, რომ ერთგულია, რა?,  500 კაცს ვერ აგროვებენ ქუჩაში, 500 ათას-კაციან პარტიას დამბლა აქვს დაცემული.

რისთვის იბრძოლეს, თუ განვითარება არ შეეძლოთ. 2016 წელს გავიყავით, რადგან ვთვლიდით, რომ მესიანიზმის გზა, რომელიც მათ აირჩიეს მარცხის გზა იყო”, – საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ვიდეო: „ჩემი თავი მგონია რაღაც მომენტებში“ – რითი ამსგავსებს თამარ ჩერგოლეიშვილი შვილიშვილს საკუთარ თავს

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილი ააცეკვა

magti 5g