„ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა შვილიშვილის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მას შვილიშვილი, კატოს პატარა გოგონა, ძალიან ჰგავს.
ჩერგოლეიშვილმა ასევე თქვა, რომ მას სურდა რომელიმე შვილისთვის მაინც დაერქმია სახელი ალექსანდრა, თუმცა არჩევანი, საბოლოოდ, სხვა სახელებზე შეაჩერა.
მის პატარა შვილიშვილს კი სწორედ ეს სახელი დაარქვეს.
„ალექსანდრა რომ დაარქვეს ძალიან გამიხარდა. მე რაც ვერ ვქენი, ის გააკეთეს.
ჩემი უფროსი შვილი და მისი შვილიც რეალურად ჰგვანან მამებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივე მგავს მე რაღაცით. ფაქტია, რომ ჩემი შვილი სადმე რომ მიდის და სულ არ იციან, რომ ჩემი შვილია, ხვდებიან და ეუბნებიან რომ ჩერგოს შვილია. ჟესტიკულაციით, მიმიკებით თუ რაღაცით.
ჩემს შვილზე ისე ვერ ვხვდები რომ მგავს, როგორც ამაზე. ჩემი ბავშვობის სურათები რომ მახსოვს, რაღაცებს რომ აკეთებს და იყურება, ჩემი თავი მგონია მომენტებში, მზერით თუ რაღაცით მგავს, ვერ ვიგებ რითი… ოღონდ ნაკვთებით არა,“ – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.