ჩერნიგოვში რუსები განზრახ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცნობილია, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა.
„უკვე რამდენიმე კვირაა მშვიდობიანი მოქალაქეებს ესვრიან ყველა ტიპის იარაღიდან. ამის ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო სასამართლოებში. რუსეთი მიზანმიმართულად ჩადის დანაშაულებრივ ქმედებებს“, – განაცხადა მერმა.
რუსმა სამხედროებმა ლვოვი დაბომბეს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში