LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერნიგოვში სასწრაფოს მანქანა ნაღმზე აფეთქდა – მშობლები დაიღუპნენ, შვილები კი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში რჩებიან

124
Untitled design

უკრაინაში, ჩერნიგოვის რაიონში, ოჯახი სასწრაფო დახმარების მანქანით ბავშვებთან ერთად ნაღმზე აფეთქდა.

ჩერნიგოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშობლები დაიღუპნენ, ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფებიან.

ნაღმზე აფეთქების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის ჟენევის კონვენციის მოთხოვნების დარღვევით, სოფელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვეს.

შემთხვევა 1 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

მედიცინის მუშაკის ოჯახი ბეზბოროტკივის მეურნეობიდან სოფელ პრიპუტნიში ბრუნდებოდა. მანქანა, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა.

მშობლები ადგილზევე დაიღუპნენ. 1995 და 2008 წელს დაბადებული ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან რეანიმაციაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g