LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩერნობილის“ ბოლო სერიამ IMDB-ს რეიტინგში ათიდან ათი ქულა მოიპოვა

570
chernobil2

„ჩერნობილის“ შემქმნელებმა უკრაინაში მომხდარი უდიდესი ატომური კატასტროფის შესახებ გადაღებული მინისერიალით, შეიძლება ითქვას, ათიანში გაარტყეს.

ხუთსერიიანი ფილმის ბოლოს ეპიზოდმა სახელწოდებით „მარადიული ხსოვნა“ მაყურებლის მხრიდან პოპულარულ საიტზე IMDB ათი ქულა მოიპოცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მთლიანობაში მისი რეიტინგი 9.7-ია, შესაბამისად, ის არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი.

ის ამერიკული ტელეარხის HBO-ს პროექტია, რომელზეც მისი შემქმნელები 2014 წლიდან მუშაობდნენ და ყველა მასალას გაეცნენ, რაც კი ჩერნობილში ატომური სადგურის აფეთქების შესახებ არსებობდა.

გასაოცარია ის სიზუსტე, რომლითაც მხატვრული სერიალია გადაღებული.

HBO-ს ეკუთვნის ასევე „სამეფო კარის თამაშებიც“, თუმცა მისი მთლიანი რეიტინგი 9.4 გახლავთ, ანუ ნაკლები, ვიდრე „ჩერნობილმა“ 131 000 ადამიანზე დაყრდნობით მოიპოვა ამ დროისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g