LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭეშმარიტად მე არცერთ მამაკაცს არ ვყვარებივარ, ისინი მე მაძლევდნენ ყველაფერს, ძვირადღირებულ საჩუქრებს, სახლებს, ბეჭდებს, ქორწინებასაც კი, მაგრამ მთავარს ვერ…“ – ჯეი ლოს აღიარებების კასკადი

153
page

56 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს იმის შესახებ, რატომ ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით არაერთი ცნობილი მამაკაცი ყოფილა, ახლა ის მარტოა.

ვინმე ხომ არ გამოგვრჩა? – ჯეი ლომ დაასახელა ჰოლივუდელი მამაკაცი, რომელსაც კოცნა ყველაზე კარგად შეუძლია

მომღერალმა და მსახიობმა, რომელიც ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდა პაპარაცების ობიექტივში ყოფილ ქმართან, ბენ აფლეკთან ერთად, ჰოვარდ სტერნის შოუში განაცხადა, რომ არცერთ ყოფილ პარტნიორთან თავი ნამდვილ სიყვარულის ობიექტად არ უგრძნია.

„მე არ მითქვამს, რომ არ ვიმსახურებ სიყვარულს, უბრალოდ ისინი არ იყვნენ ისეთები, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ. მათ არ ჰქონდათ სიყვარულის უნარი. ისინი მე მაძლევდნენ ყველაფერს, ძვირადღირებულ საჩუქრებს, სახლებს, ბეჭდებს, ქორწინებასაც კი მაგრამ მთავარს ვერ…როცა ყველაფერი მთავრდება, შენ ჩემთვის აღარ არსებობ, შენ კვდები და მე უბრალოდ მივდივარ წინ, – თქვა ჯენიფერმა.

ვარსკვლავმა ისიც დაამატა, რომ მისი ბოლო ქორწინება და განქორწინება მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი იყო.

„ბოლო განქორწინება იყო საუკეთესო, რაც კი მომხდარა. ეს ჩემთვის შანსი გახდა, ჩამეხედა საკუთარ ქვეცნობიერში. ვიმუშავე რელიგიურ მწვრთნელთან, ოჯახურ და ინდივიდუალურ თერაპევტებთან და გადავლაზე“. – მიუხედავად წარსულის გამოწვევებისა, ლოპესი ამბობს, რომ კვლავაც სჯერა სიყვარულის.

შეგახსენებთ, ლოპესს ოთხი ქორწინება და შვიდი ნიშნობა ჰქონდა.

„ბენიფერის რენესანსი“ – სხეულის ენა არასდროს ტყუის – უახლესი ამბები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები