LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet Corvette – ამერიკელების რჩეული და რეიტინგების ლიდერი

49

კომპანია Swoop-მა გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც ამერიკელი ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ შერჩეული, 2016 წლის მეორე კვარტლის ყველაზე ღირსშესანიშნავი ავტომობილების ბრენდები და მოდელებია წარმოდგენილი. პირველი ადგილი დაიკავა ცნობილმა კუპემ – Chevrolet Corvette-მა.

აღნიშნული სია შედგენილია Digital Brand Exposure Index–ის (DBEI – ბრენდების ციფრული ექსპოზიციის ინდექსი) მიერ, რომელიც ეყრდნობა საძიებო სისტემისა და სხვა ინტერნეტ სტატისტიკების ალგორითმს.

Swoop არა მხოლოდ საძიებო სისტემების მიხედვით ახარისხებს კომპანიების სტატისტიკას, არამედ რეიტინგ ადგენს ფოტო–ვიდეო მასალის მიხედვითაც.

Swoop-მა ასევე გამოითვალა, რამდენ ფულს ხარჯავს თითოეული კომპანია კონკრეტული მოდელის რეკლამებისა თუ გაპიარებისთვის, რაც შემდეგ DBEI-ის პროცენტულ მაჩვენებლებზე მოქმედებს.

როგორც ჩანს, პრომოუშენის ყველაზე აქტიური და ეფექტური ავტომწარმოებელი Ford-ია, რომელმაც რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე მოხვედრისთვის 580.000 ამერიკული დოლარი გაიღო.

Chevrolet-ის კუპის პოპულარობა, კომპანიისგან დამოუკიდებლად, გამოწვეულია მისი უნივერსალური დიზაინით, რომელიც ერთნაირად ხიბლავს როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებს.

სხვაგვარ რეიტინგს აქვეყნებს ამერიკული წყარო, რომლის მიხედვითაც, ივნისის დასასრულს, ვაშინგტონის ბიზნეს-სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეპორტში, სახელწოდებით Made in America: Auto Index, პოპულარობის დონეები ლოკალური ავტომწარმოებლებისთვის განსხვავებულად გადანაწილდა.

აღნიშნულ რეპორტში, Chevrolet Corvette-ი 66%-ით მესამე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად ყველაფრისა, Chevrolet-ის კუპის წარმატების ინდექსი პირველ 5-ეულს არც ერთ სტატისტიკაში არ გაცდენილა, რაც მის უდავო პოპულარობაზე მეტყველებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები