ახალი Chevrolet Corvette იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მყიდველებმა ლამის მთელი ერთი წლის ტირაჟი შეიძინეს. მწარმოებელი დაკვეთის ზუსტ ოდენობას არ აზუსტებს, თუმცა ფაქტია რომ ციფრი საკმაოდ სოლიდური იქნება.
წარმატებული სტარტის შესახებ გამოცემა Autoblog-ს თავად ბრენდის პრეზიდენტმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო წლებში Chevrolet 30 ათასზე მეტი „კორვეტის“ გაყიდვას ახერხებდა, 2018 წელს კი გაყიდვებმა 18 791 ეგზემპლარს ვერ გადააჭარბა.
მე-8 თაობის Chevrolet Corvette ივლისის შუა რიცხვებში წარადგინეს. სუპერქარმა წინამორბედისგან განსხვავებით ახალი ძრავი და ტრანსმისია მიიღო. მას 6,2 ლიტრის მოცულობის LT2 ძრავი დამოუნტაჟეს და აგრეგატის ძალა 502 ცხენის ძალას წარმოადგენს. ძრავი რვასაფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
